ირაკლი ჩიქოვანი - მერამდენე თვეა, სალომე ზურაბიშვილი არაადეკვატურ განცხადებას აკეთებს, რომელიც სრულ აცდენაშია იმ სტრატეგიულ ინტერესებთან, რომელიც ჩვენს სახელმწიფო გააჩნია

მერამდენე თვეა, სალომე ზურაბიშვილი არაადეკვატურ განცხადებას აკეთებს, რომელიც სრულ აცდენაშია იმ სტრატეგიულ ინტერესებთან, რომელიც ჩვენს სახელმწიფო გააჩნია, - ასე უპასუხა “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა სალომე ზურაბიშვილის მიერ ჩინეთთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე დასმულ შეკითხვას.

ჩიქოვანის შეფასებით, ზურაბიშვილმა დაკარგა როგორც ლეგიტიმურობა, ასევე რელევანტურობა.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა და აუცილებელი გახდა კონკრეტული განმარტებების გაკეთება.

“საჭირო გახდა განმარტებების გაკეთება, რომ ე.წ. პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებები იმ განწყობასა და სულისკვეთებას არ შეესაბამება, რაც საქართველოს სახელმწიფოს ჩინეთის სახელმწიფოსთან და მის პრეზიდენტთან გააჩნია და სრულ აცდენაშია ჩვენი ქვეყნისა და საქართველოს მოქალაქეების ინტერესებთან.

საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, რომლის პრეზიდენტი საგარეო პოლიტიკას არ ახორციელებს და იმ პოზიციებს არ წარმოადგენს, რაც ჩვენ გვაქვს. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ იმ თანამშრომლობას ძალიან მაღალ დონეზე ვაფასებთ, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან გვაქვს, მათ შორის იმ გადაწყვეტილებას, რომ ეს ურთიერთობები აყვანილი იყოს სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე. მეორეს მხრივ, ძალიან კარგად ვხედავთ, თუ რა დიდი შედეგები შეიძლება მოიტანოს ამ თანამშრომლობამ და პარტნიორობამ საქართველოს მნიშვნელოვანი ფუნქციის, როგორც დასავლეთის და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი სახელმწიფოს და სავაჭრო გზის განვითარებაში.

განცხადებები, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი აკეთებს, აბსოლუტურად აცდენილია იმ ინტერესს, რომელიც გააჩნია ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს მოქალაქეებს და ეწინააღმდეგება საგარეო პოლიტიკას. თავის დროზე იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება და საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა სწორედ ამიტომ მოგვიწია.

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა, რომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას არღვევს და მან დაკარგა როგორც ლეგიტიმურობა, ასევე რელევანტურობა“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ LCI-სთან ინტერვიუში, ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, იმედოვნებს თუ არა, რომ პუტინი და ასევე, სი ძინ პინი ოდესმე გასამართლდებიან, უპასუხა, რომ ეს მისი შინაგანი რწმენით ისტორიული შედეგი იქნებოდა, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა. „თუ მეკითხებით, ვფიქრობ, რომ ეს რეალისტურია?- არა", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
Hotsale.ge-მ ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ ბიზნეს ლიგის გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში თავის ტვინის სიმსივნის ბიოფსია ახალი, ულტრათანამედროვე ნეირონავიგაციის სისტემით ჩატარდა