დავით ქართველიშვილი - სალომე ზურაბიშვილმა ჩინეთის იმ პრეზიდენტის დაპატიმრებას დაუჭირა მხარი, რომელსაც 15 ნოემბერს, აშშ-ს პრეზიდენტი, ხოლო 7-8 დეკემბერს ურსულა ფონ დერ ლაიენი და შარლ მიშელი ხვდებიან

ჩინეთის ელჩისთვის საიდუმლოებას არ წარმოადგენს, თუ რა მძიმე შემთხვევას უმკლავდება ქვეყანა კონსტიტუციის ფარგლებს მიღმა გასული და „იმპიჩმენტ-დაპროცედურებული“ უცხო ქვეყნის „გავლენის აგენტი“ პრეზიდენტის სახით, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“, წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს საქართველოში ჩინეთის ელჩთან შეხვედრისას, სხვა საკითხების განხილვის პარალელურად, სალომე ზურაბიშვილის უხერხული განცხადებების გამო გარკვეული განმარტების გაკეთება მოუწია.

„დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს ჭოუ ციენს შეხვდა. ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის შემდგომი ურთიერთობების განვითარების თემატიკასთან ერთად, სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა ქვეყნის პრეზიდენტის სრულიად ამაზრზენ და ყველა ჩარჩოდან გამოსულ განცხადებაზე განმარტების გაკეთებას.

ერთ-ერთი ფრანგული გამომცემლობისთვის მიცემულ ინტერვიუში, ჟურნალისტის შეკითხვას პუტინისა და სი ძინპინის დაპატიმრების აუცილებლობის შესახებ, ჩვენთან საზღვარგარეთიდან მიჩენილმა ამ „დიპლომატმა“ დადებითი პასუხი გასცა. მან ჩინეთის იმ პრეზიდენტის დაპატიმრებას დაუჭირა მხარი, რომელიც ჩვენი, და არა მისი სამშობლოს სტრატეგიული პარტნიორის პრეზიდენტს წარმოადგენს, რომელსაც სან-ფრანცისკოში 15 ნოემბერს ჩვენი მეორე სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს პრეზიდენტი ხვდება, ხოლო 7-8 დეკემბერს პეკინში სი ძინპინთან შეხვედრაზე ჩვენი მესამე სტრატეგიული პარტნიორის ლიდერები, ურსულა ფონ დერ ლაიენი და შარლ მიშელი ჩადიან.

ჩინეთის ელჩი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განმარტებას გაგებით მოეკიდა, რაც იმასაც ნიშნავს, რომ მისთვისაც არ წარმოადგენს საიდუმლოებას, თუ რა მძიმე შემთხვევას უმკლავდება ქვეყანა კონსტიტუციის ფარგლებს მიღმა გასული და „იმპიჩმენტ-დაპროცედურებული“ უცხო ქვეყნის „გავლენის აგენტი“ პრეზიდენტის სახით. ჩინეთის ელჩმა ნაწილობრივ სირცხვილის გრძნობა აგვარიდა ამ უპრეცედენტო „უხერხულობის“ გამო, თუმცა ინტუიცია გვკარნახობს, რომ ამ კუთხით ჩვენ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ გვაქვს“, - წერს ქართველიშვილი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს