შალვა პაპუაშვილი - 5% არის ადეკვატური ბარიერი - ახლა მათხოვრობა იმაზე, რომ დაიწიოს ბარიერი, მე მგონი არის შეუსაბამო

მე მგონი, არაფერი ეტყობა ოპოზიციას, რომ ისინი მზად არიან რადიკალური დღის წესრიგიდან გადავიდნენ, 5%-ი ეს არის ადეკვატური ბარიერი, რომელიც არსებობს ბევრ ქვეყანაში და რომელიც საქართველოში, მათ შორის, კონსტიტუციაში უკვე წლებია წერია - ამიტომ ახლა მათხოვრობა იმაზე, რომ დაიწიოს ბარიერი, მე მგონი არის შეუსაბამო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას ბევრი რამე აქვს არეული, მათ შორიც კალენდარიც.

„ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ, რამდენად უსუსურია ჩვენი ოპოზიცია. მათ ჰქონდათ შანსი, „ქართულმა ოცნებამ“ მათ შორის, პატარა პარტიებს მისცა შანსი 0% ბარიერით მოხვედრილიყვნენ პარლამენტში, გაძლიერებულიყვნენ და ეჩვენებინათ ამომრჩევლისთვის საკუთარი ინდივიდუალური დღის წესრიგი და ამით გაეზარდათ მხარდაჭერა ან გამსხვილებულიყვნენ, ეძებნათ პარტნიორები სხვა პარტიებში, გაერთიანებულიყვნენ. აქედან გამომდინარე, გასულიყვნენ შემდეგ 5%-იანი ბარიერით, რომელიც წლებია კონსტიტუციაში წერია. ნაცვლად იმისა, რომ გამოეყენებინათ ეს შესაძლებლობა, ფაქტობრივად, დღეს გადასული არიან თხოვნაზე, იქნებ რამენაირად დაუწიონ მათ ბარიერი, რომ კიდევ ერთხელ წახალისდეს მათი საქციელი. კიდევ ერთხელ, არანაირი შინაარსი ამ მოთხოვნას არ აქვს, 2024 წლის არჩევნები ოქტომბერში ჩანიშნულია, ყველამ კარგად იცის დიდი ხანია, რომ 5%-იანია ბარიერი, მოემზადონ ამ არჩევნებისთვის და ისიც განგვიმარტონ, როგორ ეთანხმება ერთმანეთს, ერთი მხრივ ამბობენ, რომ ისინი იგებენ, მოდიან ხელისუფლებაში და მეორე მხრივ, რით იგებენ? 3%-ით აპირებენ ქვეყნის მართვას?

კიდევ ერთხელ, ყველას მოვუწოდებ, რომ გადაშალოს კალენდარი და ეს წელთაღრიცხვა, რომელიც არსებობს უკვე ათასწლეულებია ჩვენთან, ამ წელთაღრიცხვის მიხედვით ჩახედოს კალენდარს და დაფიქრდეს, რა განსხვავებაა 2022 წლის დეკემბერსა და 2023 წლის დეკემბერს შორის და ალბათ, ამოიკითხავს პასუხს ამ მარტივ კითხვაზე.

ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ნათქვამი იყო, რომ იმ შემთხვევაში თუ 2022 წლის დეკემბერში იქნებოდა პოზიტიური გადაწყვეტილება და ამას ხომ თავისი შინაარსი ჰქონდა, ბარიერთან ხომ არ იყო, საკითხი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ პოზიტიური გადაწყვეტილება, კანდიდატის სტატუსი დაწევდა პოლარიზაციას და ამ დაწეული პოლარიზაციის ფარგლებში შესაძლებელი იქნებოდა კიდევ ამაზე ფიქრი. არა თუ დაწია, სინამდვილეში საერთო ჯამში ჩვენ ვნახეთ, ერთი დამატებითი წელი ჯანჯღარის და მომავალი წელი რა მოგველის, ჯერ კიდევ შევხედოთ ოპოზიციას. მე მგონი, არაფერი ეტყობა ოპოზიციას, რომ ისინი მზად არიან რადიკალური დღის წესრიგიდან გადავიდნენ, 5% ეს არის ადეკვატური ბარიერი, რომელიც არსებობს ბევრ ქვეყანაში და რომელიც საქართველოში, მათ შორის, კონსტიტუციაში უკვე წლებია წერია, მოწონებული არის საერთაშორისო დონეზეც, ვენეციის დასკვნაც არსებობს ამასთან დაკავშირებით და ა.შ. ამიტომ ახლა მათხოვრობა იმაზე, რომ დაიწიოს ბარიერი, მე მგონი არის შეუსაბამო. კიდევ ერთხელ, პარტიებს თუ აქვთ პრეტენზია ხალხს წარმოადგენდნენ, ისინი ხომ ამ ტერმინებით საუბრობენ, რომ ხალხს წარმოადგენენ, მთლიან საქართველოს წარმოადგენენ და უნდათ, რომ ქვეყანა მმართონ, იმის იმედიც არ აქვთ, რომ რამდენიმე ათას ხმას მიიღებენ. ამიტომ პრობლემები ეძიონ საკუთარ თავში, წინ კიდევ არის ერთი წელი, არის დრო იმისთვის, რომ ნაცვლად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ იყვნენ ყოველ ჯერზე, ინდივიდუალურობა გამოიჩინონ და ნაცვლად იმისა, რომ გაემიჯნონ ერთმანეთს გაერთიანდნენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ