შოთა შალელაშვილი Edison Research-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევებს ეხმაურება

„თაობები საქართველოსთვის" თავმჯდომარე, შოთა შალელაშვილი Edison Research-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევებს ეხმაურება.

როგორც ის აცხადებს, პოლიტიკური პარტიების რეიტინგში აცდენაა.

„ჩვენ, Edison Research-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევებს არ გამოვეხმაურებოდით, რომ არა პოლიტიკური პარტიების რეიტინგებში საკმაო აცდენა. მინდა გაგიზიაროთ თაობები საქართველოსთვის • Generations For Georgia-ს დაკვეთით კვლევა, რომელიც იაგო კაჭკაჭიშვილის ხელმძღვანელობით , ა(ა)იპ „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ მიერაა შესრულებული.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 4180 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. ცდომილება არის - +/- 1.5%, აღნიშნულს განვმარტავ, რადგან Edison Research-ის კვლევაში გამოკითხული მხოლოდ 1000 ადამიანია.

სრულიად განსხვავებულია საზოგადოების დამოკიდებულება, როგორც მმართველი პარტიის, ასევე ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის პოლიტიკის მიმართ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არ მაქვს საფუძველი, ეჭვი შევიტანო როგორც ტელეკომპანია „ფორმულას“, ასევე კვლევითი ორგანიზაციის კეთილსინდისიერებაში. თუმცა, ჩემთვის გაუგებარია, რას ემსახურება მონაცემებით ამგვარი მანიპულირება და ხომ არ არის ამ მონაცემებში ასახული კონკრეტული პირების დაკვეთის აღსრულება?!”, - აცხადებს შაველაშვილი.

„თაობები საქართველოს“ დაკვეთით შესრულებული კვლევის საველე სამუშაოების ჩატარების პერიოდია 29 აგვისტოდან 11 სექტემბერის ჩათვლით.

აღნიშნულ ინფორმაციას „თაობები საქართველოსთვის“ ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება