რომან გოცირიძე - მომავალი არჩევნების სამართლიანად და დემოკრატიულად ჩასატარებლად აუცილებელია საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, რომელიც თაროზეა შემოდებული

მომავალი არჩევნების სამართლიანად და დემოკრატიულად ჩასატარებლად აუცილებელია საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, რომელიც თაროზეა შემოდებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ევროოპტიმისტების" წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ავსტრიის პარლამენტის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე, რომელიც პარლამენტში გაიმართა, ავსტრიულმა მხარემ სამი მნიშვნელოვანი საკითხი გამოყო, რა მიმართულებითაც რეფორმები უნდა განხორციელდეს და ერთ - ერთი სწორედ არჩევნებს ეხება. გოცირიძის თქმით, თავად ბარიერის დაწევის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„მათი მხრიდან სამი მნიშვნელოვანი საკითხი იქნა გამოკვეთილი, რა უნდა გააკეთოს საქართველომ დაწესებული 9 ვალდებულების შესასრულებლად და აქედან სამი იყო გამოყოფილი, როგორც მთავარი საკითხი. ეს იყო საარჩევნო ცვლილებები და მომავალი არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება, სასამართლო რეფორმა და მედიის თავისუფლება. ჩემი მხრიდან დასმული იქნა საკითხი იმის თაობაზე, რომ 5 პროცენტიანი ბარიერი არ შეესაბამება არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და საზოგადოების განწყობილებას, უდიდესი ნაწილი ამომრჩევლებისა იქნება დაკარგული ამ წესით ჩატარებული არჩევნების შედეგად. ის, რომ მოატყუა თავის ამომრჩეველი, მოქალაქეები, ოპოზიცია, ევროკავშირი, როცა შარლ მიშელის პროცესი დაიწყო და პირველი მოსმენით მიღებული კონსტიტუცია, სადაც გათვალისწინებულია დაბალი ბარიერი და ბლოკების შესაძლებლობა, არის თაროზე შემოდებული. ამ კონსტიტუციური ცვლილებების მიღება არის აუცილებელი მომავალი არჩევნების სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარებისთვის“, - განაცხადა გოცირიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება