რუმინეთში უკრაინელი მფრინავები F-16-ებზე მომზადებას გაივლიან

რუმინეთში სასწავლო ცენტრი გაიხსნა, სადაც უკრაინელი მფრინავები F-16-ებზე მომზადებას გაივლიან, - ამის შესახებ ინფორმაციას რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანხელ ტილვარმა და ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლონგრენმა „ფეტეშტის“ 86-ე საავიაციო ბაზაზე F-16-ებზე ფრენის მომზადების ევროპული სასწავლო ცენტრი გახსნეს.

რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ცენტრი საერთაშორისო ხასიათის იქნება და მოკავშირეებს შორის თანამშრომლობას გააძლიერებს. სასწავლო ცენტრში მომზადების გავლას პილოტები რუმინეთიდან, უკრაინიდან და სხვა პარტნიორი სახელმწიფოებიდან შეძლებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, რუმინულ სასწავლო ცენტრში უკრაინელი მფრინავების მომზადება დაახლოებით ექვს თვეს გაგრძელდება.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში