ალუდა ღუდუშაური ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტს კლაუდია არპას და მისი თანმხლები დელეგაციის წევრებს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ევროინტეგრაციის პროცესზე და ამ გზაზე საქართველოს, კერძოდ კი, პარლამენტის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოებას ეხება. ყურადღება დაეთმო, ასევე, საქართველოსა და ავსტრიის პარლამენტების ურთიერთობის განმტკიცებას და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს.

„შეხვედრაზე ავსტრიელ კოლეგებს მივაწოდე ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებთან დაახლოების კუთხით პარლამენტის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ. გავაცანი კომიტეტის მიერ ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით კი ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით გაწეული საქმიანობა და ის საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ამ მიმართულებით შექმნა პარლამენტმა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მხრიდან გატარებული რეფორმები დადებითად შეფასდა და მოწონებულია. რაც ყველაზე მთავარია, ავსტრიის მხარისგან მივიღეთ საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე, რომელიც ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის საბოლოო გაწევრებას უკავშირდება", - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა შეხვედრის შემდეგ.

მათივე ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთოსა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში ქეთევან ციხელაშვილი.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა