ბენიამინ ნეთანიაჰუ - ცეცხლს ბევრად უფრო ძლიერი ცეცხლით ვუპასუხებთ - ჩვენ გამარჯვებას ვაპირებთ, პაუზები არ იქნება

ცეცხლს უფრო ძლიერი ცეცხლით ვუპასუხებთ - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

„არსებობენ ისეთები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათ შეუძლიათ ჩვენი ჯარებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ თავდასხმები გაზარდონ. ეს ცეცხლთან თამაშია“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

„ცეცხლს ბევრად უფრო ძლიერი ცეცხლით ვუპასუხებთ. მათ არ უნდა გამოგვცადონ, რადგან ჯერ ჩვენ ძალის მხოლოდ მცირე ნაწილი გამოვავლინეთ. ყველას, ვინც ჩვენ ზიანს გვაყენებს, უფრო მეტ ზიანს მივაყენებთ“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერმა.

ნეთანიაჰუმ განცხადება ისრაელის თავდაცვის ძალების უდაბნოს დაზვერვის ბატალიონთან, ე.წ. ბედუინთა ბატალიონთან შეხვედრის დროს გააკეთა.

„გილოცავთ. ჩვენი პარტნიორობა ყველა ჩვენგანის მომავალია ამ ველურების წინააღმდეგ. ჩვენ გამარჯვებას ვაპირებთ. პაუზები არ იქნება. ეს არ არის ოპერაცია, ეს არ არის ბრძოლის მორიგი რაუნდი. ჩვენ წინ ტოტალური გამარჯვებისთვის მივიწევთ“, - განუცხადა ნეთანიაჰუმ ჯარისკაცებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Trump Tower Tbilisi – თბილისის წამყვანი დეველოპერები The Trump Organization-თან პარტნიორობით საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავენ