ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საერთაშორისო ზეწოლა იზრდება

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საერთაშორისო ზეწოლა იზრდება, - ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელი კოენის განცხადებას გაზეთი Haaretz-ი ციტირებს.

„პოლიტიკური თვალსაზრისით, ჩვენ ვაღიარებთ, რომ ისრაელი უფრო მეტი ზეწოლის ქვეშ მოექცა. ზეწოლა არ არის ძალიან მაღალი, მაგრამ იზრდება“, - განაცხადა კოენმა.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, „დიპლომატიური ფანჯარა“ ღია დაახლოებით ორი-სამი კვირა იქნება, სანამ საერთაშორისო ზეწოლა მნიშვნელოვნად დაიწყებს ზრდას.

„ისინი ყურადღებას ჰუმანიტარულ საკითხზე ამახვილებენ, 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტისგან გამოწვეული შოკი მცირდება. არიან ისეთებიც, რომლებიც მოითხოვენ, არა საჯაროდ, მაგრამ მოითხოვენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მუშაობას“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 20.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს