ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი - საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დაშავებული პალესტინელი ბავშვების ნიდერლანდებში გადაყვანის შესაძლებლობას განვიხილავთ

საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დაშავებული პალესტინელი ბავშვების ნიდერლანდებში გადაყვანას განვიხილავთ, - ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰანკე ბრუინს სლოტმა განაცხადა.

„ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დაშავებული პალესტინელი ბავშვების ნიდერლანდებში გადაყვანის შესაძლებლობას განვიხილავთ“, - წერს ჰანკე ბრუინს სლოტი „ტვიტერის“ გვერდზე.

მისი თქმით, "ძალიან შეშფოთებულია ღაზაში ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესებით".

"უამრავ ადამიანს, მათ შორის ბავშვებს, სასწრაფო სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ. ღაზაში ჰუმანიტარული მდგომარეობის დაუყოვნებლივ გასაუმჯობესებლად მეტი უნდა გაკეთდეს“, - აღნიშნა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ჰანკე ბრუინს სლოტმა დასძინა, რომ ღაზას ჰუმანიტარული მდგომარეობის საკითხი დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზეც დააყენა.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ