ჯანმო - ალ-შიფას საავადმყოფო თითქმის სასაფლაოა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორის უდიდესი საავადმყოფო "თითქმის სასაფლაოდ" იქცა.

ორგანიზაციის პრესსპიკერის, კრისტიან ლინმაიერის თქმით, ალ-შიფას საავადმყოფოში, დაახლოებით, 600 ადამიანია, დანარჩენები კი თავს დერეფნებს აფარებენ.

„საავადმყოფოს ირგვლივ არის ცხედრები, რომელთა დაკრძალვა ან მორგში გადაყვანა ვერ ხერხდება. საავადმყოფო აღარ მუშაობს, ის თითქმის სასაფლაოდ იქცა", - აღნიშნა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.

ამასთან, შემაშფოთებელია ათობით დღენაკლული ბავშვის ბედი, რომლებსაც, ელექტროენერგიის გათიშვის გამო, ინკუბატორებში საფრთხე ემუქრებათ.

საავადმყოფოში აცხადებენ, რომ შვიდი ასეთი ჩვილი ჟანგბადის ნაკლებობის გამო დაიღუპა. ალ-შიფას ჰოსპიტალი, რომელიც ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიური ბრძოლების წინა ხაზზე იმყოფება. ისრაელის თავდაცვის ძალები ირწმუნება, რომ „ჰამასს“ საავადმყოფოს ქვეშ არსებულ გვირაბებში მართვისა და კონტროლის ცენტრი აქვს, „ჰამასსა“ და საავადმყოფოში აღნიშნულს უარყოფენ და სიცრუეს უწოდებენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში