დევიდ კამერონმა და ენტონი ბლინკენმა ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაზე ისაუბრეს

გაერთიანებული სამეფოს ახლად დანიშნულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელი-ღაზას ომის შესახებ ისაუბრეს.

მედიის ინფორმაციით, დევიდ კამერონმა და ენტონი ბლინკენმა ისაუბრეს „ისრაელის თავდაცვის უფლებაზე და ჰუმანიტარული პაუზების აუცილებლობაზე ღაზაში დახმარების უსაფრთხო გატარების მიზნით“.

ამასთან, გაერთიანებული სამეფოს საგარეო მინისტრმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უკრაინის მიმართ მხარდაჭერაც გამოხატეს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ბლინკენმა და კამერონმა ხაზგასმით აღნიშნეს აშშ-გაერთიანებული სამეფოს განსაკუთრებული ურთიერთობა და მისი მნიშვნელობა რეგიონული და გლობალური უსაფრთხოებისთვის.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც ავტორიტარიზმს ვერ ეგუება, მაგრამ, დემოკრატიულად მართვის სისტემის შექმნის არც უნარი და არც ნება ჯერ არ აღმოაჩნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
მსოფლიო ჩემპიონატის საკულტო მომენტები, რომლებიც „კოლორპაკმა“ და „ნიკორამ“ 11 განსხვავებულ შეფუთვაზე გააცოცხლეს
Mastercard Economics Institute-მა თბილისში ტურიზმისა და ეკონომიკური ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა