დმიტრო კულება - ევროკავშირი უკრაინას დაპირებულ 1 მილიონ საბრძოლო მასალას მარტამდე ვერ გადასცემს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ევროკავშირი ვერ შეასრულებს უკრაინისთვის 2024 წლის მარტამდე მილიონი საარტილერიო ჭურვის მიწოდების გეგმას თავდაცვის წარმოების მდგომარეობისა და ბიუროკრატიული დაბრკოლებების გამო.

მისი განმარტებით, ამ პრობლემის მიზეზია არა ევროკავშირში პოლიტიკური ნების არ არსებობა, არამედ თავდაცვითი ინდუსტრიის სავალალო მდგომარეობა და ასევე ბიუროკრატია.

„ევროკავშირი მუშაობს ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად და სწორედ ამიტომ, ბერლინში ყოფნისას მოვუწოდე ევროკავშირს, შეემუშავებინა ჰოლისტიკური პოლიტიკა თავდაცვის მრეწველობის სფეროში“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ევროკავშირმა უკვე დაიწყო გარკვეული ნაბიჯების გადადგმა სიტუაციის გამოსასწორებლად. ”მაგრამ საჭიროა უფრო სწრაფად მოქმედება და უფრო მეტის გაკეთება. ჩვენს თვალწინ უკრაინელი ქვეითი დგას და მას ჭურვები სჭირდება”, - აღნიშნა კულებამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში