ენტონი ბლინკენი - ანდრეი ერმაკს ვაშინგტონში შევხვდი, უკრაინის მიმართ ჩვენი ვალდებულება მტკიცეა

აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროს ანდრეი ერმაკს შორის ვაშინგტონში შეხვედრა გაიმართა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ბლინკენმა და ერმაკმა შეხვედრაზე განიხილეს ფრონტზე არსებული ვითარება და ზამთრისთვის მზადება, კერძოდ, საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემების მიწოდება და უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის საჰაერო თავდასხმებისგან დაცვის გაძლიერება.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ერმაკმა მადლობა გადაუხადა თეთრ სახლს, კონგრესის ორივე პალატას და ამერიკელ ხალხს უპრეცედენტო დახმარებისთვის და ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ს დახმარება გადამწყვეტია უკრაინაში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და გამარჯვებასთან მიახლოებისთვის. მათ ასევე განიხილეს რუსეთზე სანქციების ზეწოლის გაზრდა და უკრაინის აღდგენისთვის გაყინული რუსული აქტივების გამოყენების მექანიზმის შემუშავება.

ანდრეი ერმაკთან გამართულ შეხვედრას ენტონი ბლინკენი სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ უკრაინის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა მტკიცეა. „უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს ვაშინგტონში შევხვდი. ჩვენი ვალდებულება უკრაინის მიმართ მტკიცეა. ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით მის ამჟამინდელ ბრძოლაში და მომავალშიც“, - აცხადებს ბლინკენი.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება