ამ დროის მონაცემებით, სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება, შოვში, სტიქიის შედეგად დაზარალებულთა, გარდაცვლილთა და დაკარგულთა ოჯახების 18 წევრს გაეწია

შოვში, სტიქიის შედეგად დაზარალებულთა, გარდაცვლილთა და დაკარგულთა ოჯახის წევრების სამედიცინო/ფსიქოლოგიური დახმარების პროგრამა კვლავ გრძელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ამ დრომდე სამედიცინო/ფსიქოლოგიური დახმარება, ჯამში, 18 პირს გაეწია.

„შოვში 3 აგვისტოს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულთა სამედიცინო/ფსიქოლოგიური დახმარება არ არის დასრულებული. შოვში მომხდარი სტიქიით დაზარალებულ პირებთან, გარდაცვლილთა და დაკარგულთა ოჯახის წევრებთან, კომუნიკაცია გრძელდება. პარალელურად, ბენეფიციარებს შეუძლიათ, თავადაც მიმართონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კრიზისული ინტერვენციის ცხელ ხაზს (032 2 911 000), გაეცნონ ინფორმაციას, დაგეგმონ ვიზიტი და მიიღონ მომსახურება. ამ დრომდე 18 პირს სამედიცინო/ფსიქოლოგიური დახმარება გაეწია. დაზარალებულებს შორის არიან დაღუპულთა და დაკარგულთა ოჯახის წევრებიც. 18 პირიდან, 7 პირს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა, 11-მა ადამიანმა კი მაღალკვალიფიციური ფსიქოლოგიური დახმარებით ისარგებლა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მათთვის შეთავაზებული მომსახურებები მოიცავს ფსიქოლოგის კონსულტაციასა და ფსიქოთერაპიულ სეანსებს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ფინანსდება მედიკამენტებიც. რამდენიმე ბენეფიციართან განხორციელდა ფსიქოლოგის ბინაზე ვიზიტიც. ამასთან, სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა, სტიქიის ზონაში სამედიცინო დახმარება 133 პირს გაუწია, მათ შორის სტიქიის ზონაში მყოფ მაშველებს, პოლიციელებსა და სამხედრო მოსამსახურეებს”, - განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შოვში მომხდარი სტიქიით დაზარალებული პირები, ამ ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა და დაკარგულთა ოჯახის წევრები, მაღალკვალიფიციურ ფსიქოლოგიურ დახმარებას იღებდნენ. ოფიციალური ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, მათთვის შეთავაზებული მომსახურებები მოიცავს ფსიქოლოგის კონსულტაციას, ფსიქოთერაპიულ სეანსებს. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიატრის კონსულტაციას და მის მიერ დანიშნული მედიკამენტების ანაზღაურებას. აღნიშნული სერვისები ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და ხელმისაწვდომია როგორც თბილისში, ისე რეგიონებში შესაბამისი სერტიფიკატების მქონე ცენტრებსა და დაწესებულებებში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა