ბრაზილიის პრეზიდენტი ღაზადან გამოყვანილ ბრაზილიის მოქალაქეებს დახვდა და ღაზაში არაადამიანური ძალადობა დაგმო

ბრაზილიის პრეზიდენტი, ლულა ღაზადან გამოყვანილ ბრაზილიის მოქალაქეებს დახვდა და ღაზაში არაადამიანური ძალადობა დაგმო.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ბრაზილიის პრეზიდენტი, ლუის ინასიო ლულა და სილვა ბრაზილიის 32 მოქალაქეს, რომლებიც მთავრობამ ღაზას სექტორიდან ერთთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ გამოიყვანა, სამშობლოში დახვდა.

პრეზიდენტმა ლულამ დაბრუნებულ ბრაზილიელებს თანადგომა გამოუცხადა და ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ განხორციელებული ძალადობა დაგმო.

„არასდროს მინახავს უდანაშაულო ადამიანების მიმართ ჩადენილი ასეთი სასტიკი, არაადამიანური ძალადობა“, - განაცხადა ლულამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში