უკრაინის გენშტაბი - რუსებსა და უკრაინელებს შორის 80 სამხედრო შეტაკება მოხდა, ყველაზე ცხელი მიმართულებები ავდიივკა, ბახმუტი და მარინკაა

უკრაინელმა დამცველებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსული ძალების ათობით თავდასხმის მოგერიება შეძლეს - ყველაზე ცხელ მიმართულებებად ავდიივკა, ბახმუტი და მარინკა რჩება, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში ფრონტზე 80 სამხედრო შეტაკება მოხდა.

„კუპიანსკის მიმართულებით, მტერმა თავდასხმითი ოპერაციები ჩაატარა ხარკოვის ოლქის სინკოვკას, პეტროპავლოვკას, ივანოვკას რაიონებში, სადაც უკრაინელმა ჯარისკაცებმა 7 თავდასხმა მოიგერიეს. ლიმანის მიმართულებით, რუსებმა წარუმატებლად სცადეს უკრაინის პოზიციების შტურმი ნადეჟდას მახლობლად, ლუგანსკის ოლქის ნოვოეჰორივკას დასახლებასა და დონეცკის ოლქის ტორსკის დასახლებაში. ამ მიმართულებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის 6 შეტევა მოიგერიეს“, - აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ინფორმაციით, ბახმუტის მიმართულებით, რუსებმა უკრაინის პოზიციებზე დონეცკის ოლქში ივანოვსკის, კლეშჩიევკასა და ანდრეევკას მახლობლად შტურმი განახორციელეს და უკრაინელმა დამცველებმა 15 შეტევა მოიგერიეს. ასევე, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ თავდასხმის ოპერაციებს დონეცკის ოლქის ბახმუტის სამხრეთით, სადაც ისინი რუსებს ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის კუთხით დანაკარგებს აყენებენ და მიღწეულ პოზიციებზე მაგრდებიან.

გენშტაბში აცხადებენ, რომ ავდიივკას მიმართულებით, რუსული ძალები ავიაციის მხარდაჭერით აგრძელებდნენ ავდიივკას ალყაში მოქცევის მცდელობას.

„უკრაინელი ჯარისკაცები მტკიცედ იცავენ თავდაცვის ხაზს და მნიშვნელოვან ზარალს აყენებენ ოკუპანტებს. მტრის შეტევითი მოქმედებები დონეცკის ოლქის ნოვოკალინოვოს სამხრეთით, ავდეევკას, სევერნისა და პერვომაისკის აღმოსავლეთით წარუმატებელი აღმოჩნდა. აქ თავდაცვის ძალებმა 18 შეტევა მოიგერიეს“, - აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, მარინკას მიმართულებით, რუსულმა ძალებმა, ავიაციის გამოყენებით, წარუმატებელი თავდასხმები განახორციელეს დონეცკის ოლქის მარინკასა და ნოვომიხაილოვკას რაიონებში. ამ ზონაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა 24 თავდასხმა მოიგერიეს.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს