ალექსანდრე დარახველიძე პროექტ - „პრომეთეუსის“ მეორე ფაზის ფარგლებში ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციის გახსნით ღონისძიებაში მონაწილეობდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტ „პრომეთეუსის“ (II ფაზა) ფარგლებში ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციის - „მიგრაცია საქართველოდან ევროკავშირისა და შენგენის ზონის მიმართულებით - მრავალსექტორული თანამშრომლობა არალეგალური მიგრაციის, მიგრაციასთან დაკავშირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და ჯანმრთელობის მდგომარეობით გამოწვეული მიგრაციის რეგულირების მიზნით“, გახსნით ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ალექსანდრე დარახველიძემ მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა ევროინტეგრაციის პროცესში ევროკავშირთან/შენგენის სივრცის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობას და სამინისტროს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს არალეგალური მიგრაციისა და უსაფუძვლო თავშესაფრის მოთხოვნის შემცირების მიმართულებით.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები, საფრანგეთის ელჩი საქართველოში - შერაზ გასრი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელი - სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი, საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები, გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი, ევროკავშირის, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრისა (ICMPD) და საქართველოს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები.

„ღონისძიების თემატური პანელები დაეთმო საზღვრის მართვის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობას პარტნიორი ქვეყნების უწყებებთან, ასევე, ევროპოლთან (EUROPOL) და ფრონტექსთან (FRONTEX), რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს უვიზო მიმოსვლის შეუფერხებლად წარმართვაში.

ორდღიან საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, ავსტრიის და შვეიცარიის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებმა. კონფერენცია მიზნად ისახავდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიგრაციული პროცესების ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფისთვის გატარებული ღონისძიებების შედეგების გაცნობას და სამომავლო ნაბიჯებზე რეკომენდაციების შემუშავებას.

პროექტი „პრომეთეუსი” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით 2022 წლიდან ხორციელდება საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. მისი მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერება საზღვრისა და მიგრაციის მართვის, ასევე ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის