გაიცანით "ბაზისბანკის" და CSRDG-ის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული სოციალური საწარმო და ფეხსაცმლის ახალი ქართული ბრენდი Make Help Fasionable

"ბაზისბანკსა" და "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს" (CSRDG) შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული სოციალური საწარმო "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების კავშირი“, "ბაზისბანკისგან" როგორც ფინანსურ, ისე ტექნიკურ დახმარებას მიიღებს.

ააიპ "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების კავშირი" 2002 წელს დაარსდა შშმ პირთა ფეხსაცმლის საწარმოს ბაზაზე და აქტიურად არის ჩართული მეწარმეობის განვითარებისა და შშმ პირთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით. ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტების ფარგლებში გადამზადდა და დასაქმდა არაერთი შშმ პირი, გარემონტდა და საჭირო ინვენტარითა და დანადგარებით აღიჭურვა საწარმო, შეიქმნა ქართული ფეხსაცმლის ახალი ბრენდი MHF (Make Help Fasionable), რომლის მიზანიც ქართულ ბაზარზე შშმ პირთა პროდუქციის დამკვიდრებაა.

ბანკის თანამშრომლები თემატურ და მათ საჭიროებებზე მორგებულ ექსპერტულ მხარდაჭერას გაუწევენ სოციალურ საწარმოს.

პირველ ეტაპზე, "ბაზისბანკის" მარკეტინგის დეპატრამენტის თანამშრომლებმა, საწარმოს წარმომადგენლებს ჩაუტარეს ტრენინგი გაყიდვებსა და სოციალური მედიის მართვაში, რაც მათ კიდევ უფრო მეტი მომხმარებლის მოზიდვაში, ცნობადობისა და შემოსავლების გაზრდაში დაეხმარება. სამომავლოდ იგეგმება ბანკის ექსპერტების დახმარება ბიზნეს-გეგმების შედგენაში, მონიტორინგსა და საზოგადოებასთან ურთიერთობაში.

"ბაზისბანკის", როგორც სოციალური მეწარმეობის მხარდამჭერი ბანკის, ფინანსური და ტექნიკური კონტრიბუციით ხელი შეეწყობა საწარმოს განვითარებას, წარმოების გაფართოებას და შესაბამისად, შშმ პირთა სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფასა და მათ ეკონომიკურ და სოციალურ ინტეგრაციას საზოგადოებაში.

გაიცანით ფეხსაცმლის ახალი ქართული ბრენდი Make Help Fasionable

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Trump Tower Tbilisi – თბილისის წამყვანი დეველოპერები The Trump Organization-თან პარტნიორობით საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავენ