ისრაელის თავდაცვის ძალები - 200 სამიზნეს დავარტყით, მათ შორის ტერორისტებს, იარაღის წარმოების ობიექტებს და სარაკეტო გამშვებებს

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში 200 სამიზნეს დაარტყეს.

„სახმელეთო ოპერაციების დროს, ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებმა აღმოაჩინეს ტერორისტული გვირაბის შახტი, რომელიც მდებარეობს მეჩეთში ღაზის სექტორში. სახმელეთო ჯარების მითითებებით, თავდაცვის ძალების მოიერიშე თვითმფრინავებმა და ვერტმფრენებმა დაარტყეს ტერორისტებს, რომლებმაც ჯარისკაცების წინააღმდეგ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები გაისროლეს“, - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

მათივე ცნობით, განადგურებულ სამიზნეებს შორის იყვნენ „ჰამასის“ მებრძოლები, იარაღის წარმოების ობიექტები, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გამშვებები და ოპერატიული მართვის ცენტრები.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის