Reuters - ტაივანი მუშაობს, რომ აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე, ჯო ბაიდენთან პირისპირ შეხვედრა შედგეს

ტაივანი მუშაობს, რომ აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე, ჯო ბაიდენთან პირისპირ შეხვედრა შედგეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, ტაივანი სან-ფრანცისკოში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე, აშშ-სთან ინდივიდუალური შეხვედრის უზრუნველყოფაზე მუშაობს.

ტაივანის ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა, ველინგტონ კუმ, ტაიბეიში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კუნძულის მთავრობა მიზნად ისახავს აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე ტაივანის წარმომადგენელს, მორის ჩანგსა და აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შორის შეხვედრა შედგეს.

„ორივე მხარე განიხილავს შეხვედრასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს“, - განაცხადა კუმ.

თეთრ სახლს ტაივანის წარმომადგენელთან პოტენციური ინდივიდუალური შეხვედრის დაგეგმვის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება