ირაკლი ზარქუა - „გორბის“ კვლევა სტატუსზე ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის გაცემამდე ჩატარდა, დღეს რომ ჩავატაროთ არჩევნები, ეს მაჩვენებელი 60-მდე ადის - დიდი უმრავლესობით მოვალთ 2024 წელს

რომ იცოდეთ, „გორბის“ კვლევა, სადაც 55 პროცენტი გვაქვს, კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის გაცემამდე ჩატარდა. დღეს რომ ჩავატაროთ, ეს მაჩვენებელი 60-მდე ადის. დიდი უმრავლესობით მოვალთ 2024 წელს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია „გაკოტრებულია“ და „ერთმანეთის მხილება დაიწყეს გადარჩენისთვის“.

„კანდიდატის სტატუსის მონიჭებამ ცელი გამოუსვა ოპოზიციას. ქართველებს გვესმის, ეს რასაც ნიშნავს - გაკოტრებულები არიან. იმ დონეზე დაეცნენ, ერთმანეთს აბრალებენ, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ ისინი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ელაპარაკებიან ევროპელ პარტნიორებს. ჩაშვება, არასწორი ინფორმაციის გადაცემა... სალომე სამადაშვილი რომ გყავს, ხელმოცარული დიპლომატი, ამას აკეთებს. ახლა დაიწყეს ერთმანეთის მხილება გადარჩენისთვის.

ეს კვლევა რაც ჩატარდა, სადაც 55 პროცენტი აქვს მმართველ პარტიას, რომ იცოდეთ, ჩატარდა კანდიდატის სტატუსის მონიჭებამდე. ახლა წარმოგიდგენიათ, დღეს რომ ჩაატარო, სადაც იცით, რომ „ქართული ოცნების“ რეფორმებმა შედეგები მოგვცა, 60- მდე ადის. დიდი უმრავლესობით მოვალთ 2024 წლის არჩევნებზე და არანაირი კოალიცია არ იქნება. ამის საფუძველი არ არის, თუმცა, ამას წყვეტს საზოგადოება“, - განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, GORBI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

შეკითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, რესპონდენტთა 55% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, მეორე ადგილზე კი 20%-ით „ნაცმოძრაობა - სტრატეგია აღმაშენებელია“.

რაც შეეხება სხვა პარტიების მაჩვენებელს, კვლევის შედეგები ასე გამოიყურება:

„გირჩი მეტი თავისუფლება“ და „დროა“ - 4%

„ლელო“ - 4%

„ევროპული საქართველო“ - 3%

„საქართველოსთვის“ - 3%

„პატრიოტთა ალიანსი“ - 2%

„ლეიბორისტული პარტია“ - 2%

„მოქალაქეები“ - 1%

„გირჩი“ - 1%

სხვა 5%

„იმედის“ ცნობით, საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა GORBI-მ 30 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით, 2024 სრულწლოვანი რესპონდენტი გამოიკითხა. მათი ინფორმაციით, საველე სამუშაოები შემთხვევითი შერჩევის წესით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. ცდომილების ზღვარი +/- 2.2 %-ია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში