ელისო ბოლქვაძე - როიალის დადგმა ფუფუნების საგანი არ არის, ყველა ევროპულ პარლამენტში დგას როიალი და კონცერტები იმართება

როიალის დადგმა ფუფუნების საგანი არ არის. ყველა ევროპულ პარლამენტში დგას როიალი, კონცერტები იმართება,

- აღნიშნულით „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ელისო ბოლქვაძემ ოპოზიციონერ კოლეგას, რომან გოცირიძეს უპასუხა, რომელმაც პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დისკუსიისას ბიუროს მიმართა, განიხილონ, როგორც მისი კანონპროექტი რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში უძრავი ქონების შეძენის აკრძალვის შესახებ, ასევე ელისო ბოლქვაძის წინადადება პარლამენტში როიალის შეტანასთან დაკავშირებით.

როგორც ბოლქვაძემ განმარტა, როიალის დადგმასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი სპეკულაცია ისმის, როიალის დადგმა კი ფუფუნების საგანს არ წარმოადგენს.

„ძალიან ბევრი სპეკულაციებია ამ როიალის დადგმასთან დაკავშირებით. როიალის დადგმა ფუფუნების საგანი არ არის. ყველა ევროპულ პარლამენტში დგას როიალი, იმართება კონცერტები. კონცერტები და კლასიკური მუსიკა გართობის თემა არ არის. ეს არის ცნობიერების ამაღლება“, - აღნიშნა ბოლქვაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში