პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ კირბალში მოკლული თამაზ გინტურის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ კირბალში მოკლული თამაზ გინტურის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

მანამდე, განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის და თითოეული ქართველისთვის მთავარი ეროვნული ამოცანა უნდა იყოს ოკუპაციის დასრულება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

„6 ნოემბერს საოკუპაციო ხაზთან, საოკუპაციო ძალების მიერ 2008 წლის ომის ვეტერანის თამაზ გინტურის მკვლელობამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი სიმძიმე არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა და ოკუპაცია. ოკუპაციას ეწირება ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა და კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული ქართველისთვის მთავარი ეროვნული ამოცანა უნდა იყოს ოკუპაციის დასრულება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 6 ნოემბერს მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს და მომხდარიდან 3 დღეში გაათავისუფლეს. თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ლომისის ეკლესიაში, სანთლების დასანთებად მიდიოდნენ, როცა რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცეცხლი გახსნეს.

თამაზ გინტური კირბალში, 11 ნოემბერს, სამხედრო პატივით დაკრძალეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება