საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის წლიურ შეხვედრაში მონაწილეობდა

დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის (IAIS) წევრობის ფარგლებში, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, დავით ონოფრიშვილი, იაპონიის სახელმწიფოს დედაქალაქ ტოკიოში ვიზიტით იმყოფებოდა და სამსახურისა და ქვეყნის სახელით, ასოციაციის წლიურ კონფერენციასა და სხვა შეხვედრებში მონაწილეობდა.

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, ასოციაციის ფარგლებში აღნიშნულ კონფერენციას ყოველწლიურად ესწრება 150 ქვეყნის დაზღვევის საზედამხედველო უწყების წარმომადგენელი, ასევე მსხვილი სადაზღვევო კომპანიები და სხვა დაინტერესებულ პირები.

„წლევანდელი კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, კიშიდა ფუმიომ, რომელმაც ისაუბრა დაზღვევის სფეროში არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის, კლიმატის ცვლილებებთან და კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებზე და ამ რისკებთან ეფექტიანად გამკლავების აუცილებლობაზე. გარდა ამისა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა იაპონიის ფინანსთა მინისტრმა სუზუკი სუნიჩიმ.

შეხვედრისას, კონფერენციის მონაწილეებს წარუდგინეს ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის ახალი თავმჯდომარე, შიგერუ არიიზუმი, იაპონიის ფინანსური მომსახურების სააგენტოს მინისტრის მოადგილე საერთაშორისო ურთიერთობების დარგში, რომელმაც კონფერენციის მონაწილეებს გაუზიარა თავისი ხედვა სამომავლოდ განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ღონისძიებების თაობაზე, მათ შორის ზედამხედველთა სოციალური როლის გაძლიერების მიმართულებით და ისაუბრა 2025-2029 წლების სტრატეგიული გეგმის შემუშავების შესახებ, რომლის მთავარი აქცენტი, მისივე განცხადებით, იქნება სტანდარტების დანერგვა და შესაძლებლობების განვითარება. აქვე, საზეიმოდ მოხდა აღმასრულებელი კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, ვიქტორია (ვიკი) საპორტას გაცილება.

აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრაზე დისკუსია გაიმართა მაკროეკონომიკური გარემოს გამოწვევებზე, კლიმატის რისკებზე, საოპერაციო მდგრადობაზე, მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე და დაზღვევის სფეროში ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობაზე. შეხვედრის დასკვნითი ნაწილი დაეთმო რეგულატორებისა და ზედამხედველების როლის მიმოხილვას ზემოაღნიშნული გამოწვევების დაძლევის მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა, როგორც კომიტეტის წევრმა, მონაწილეობა მიიღო შეფასებისა და იმპლემენტაციის კომიტეტის (IAC - Assessment and Implementation Committee) შეხვედრაში, რომლის ძირითადი საქმიანობა მოიცავს ასოციაციის სხვადასხვა კომიტეტის საქმიანობის ანგარიშის განხილვას და მათ დამტკიცებას. ამჯერად, შეხვედრისას განხილული იყო დაზღვევის სექტორში კლიმატის რისკებით გამოწვეული სცენარი, ბაზრის ქცევა მასთან მიმართებით და ხელოვნური ინტელექტის როლი. გარდა ამისა, დაიგეგმა ასოციაციის წევრი ქვეყნების სადაზღვევო ბაზრის განვითარების შეფასება დაზღვევის ერთ-ერთ ძირითად პრინციპთან მიმართებაში (ICP – Insurance Core Principles), რაც ასევე კომიტეტის ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობაა. ხაზგასასმელია, რომ ევროკავშირთან საქართველოს მიერ ხელმოწერილი ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, საქართველოს სადაზღვევო ბაზარი ეტაპობრივად შესაბამისობაში უნდა მოვიდეს აღნიშნულ პრინციპებთან.

დავით ონოფრიშვილი, ასევე, მონაწილეობდა მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ შეხვედრაში, რომელიც გაიმართა მრგვალი მაგიდის ფორმატში და რომლის ფარგლებში მონაწილეებს გაუზიარა საქართველოში არსებული პრაქტიკა და მიაწოდა ინფორმაცია ამ მიმართულებით უკვე განხორციელებული და ასევე მომავალი ღონისძიებების თაობაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება