იენს სტოლტენბერგი - ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებით, რომ რუსეთმა საქართველოს სეპარატისტული ტერიტორიები სამხედრო ბაზების მოსაწყობად გამოყენება შეძლოს - ეს არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებით, რომ რუსეთმა სეპარატისტული ტერიტორიების სამხედრო ბაზების მოსაწყობად გამოყენება შეძლოს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც ის დღეს ევროკავშირის ქვეყნების თავდაცვის მინისტრების სამიტს დაესწრება.

ნატო-ს გენერალურ მდივანს დაუსვეს შეკითხვა, როგორ აფასებს რუსეთის გეგმას, ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო-საზღვაო ბაზის განთავსებასთან დაკავშირებით.

„რუსეთის მიერ სეპარატისტული ტერიტორიების სამხედრო ბაზების მოსაწყობად გამოყენება კიდევ ერთხელ არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და აჩვენებს იმას, თუ რამდენად შორს სურს რუსეთს წასვლა იმისთვის, რომ მიაღწიოს სამხედრო მიზნებს უკრაინაში. მაგრამ, ასევე, რეალურად, ისინი თავდაცვაზე გადაიყვანეს, რადგან უკრაინელებმა, რეალურად, მიაღწიეს წარმატებას ყირიმში სამხედრო-საზღვაო ობიექტებზე თავდასხმაში და ამიტომ რუსეთი ეძებს ალტერნატივებს“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება