კახა კალაძე - ევროინტეგრაციის გზაზე, ახალი დათქმების შესრულების მიზნით, ოპოზიციასთან თანამშრომლობა წარმოუდგენელი მგონია

„ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანს, კახა კალაძეს ევროინტეგრაციის გზაზე, ახალი დათქმების შესრულების მიზნით ოპოზიციასთან თანამშრომლობა წარმოუდგენლად ეჩვენება.

მისივე თქმით, თავდაპირველად, როდესაც 12 პუნქტიანი გეგმა იყო წარმოდგენილი, ხელისუფლებამ მზაობა გამოთქვა ოპოზიციასთან თანამშრომლობის, თუმცა როგორ წარიმართა ეს მოვლენები საზოგადოებას ახსოვს.

„მე უბრალოდ წარმოუდგენელი მგონია, ამას გულწრფელად ვამბობ, ოპოზიციასთან თანამშრომლობა ამ მიმართულებით. თქვენ გახსოვთ, როდესაც 12 პუნქტიანი გეგმა იყო წარმოდგენილი ერთ-ერთი მთავარი თემა იყო პოლარიზაციის შემცირება, ანუ დეპოლარიზაცია. ჩვენ პირდაპირ გამოვედით და ვთქვით, რომ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ოპოზიციასთან, თუმცა გახსოვთ როგორ წარიმართა ეს მოვლენები - იყო შეურაცხყოფები, ყველანაირად ხელის შეშლა, არანაირი თანამონაწილეობა ამ რეფორმებში, ამ ცვლილებებში, სირბილი ბრიუსელში, რომ როგორმე ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო და ეს არ არის პირველი შემთხვევა, წლების წინათ ასე იყო, როდესაც ვიზალიბერალიზაციაზე მიდიოდა საუბარი, იგივე იყო ასოცირების შეთანხმებაზე. სამწუხარო და წარმოუდგენელია. ეს ადამიანები, რადიკალური ოპოზიცია, ყველაზე არ მაქვს საუბარი, რადიკალურ ოპოზიციაზე ვსაუბრობ, მათ ზოგადად არ აინტერესებთ ქვეყანა, ისინი არ ეკუთვნიან ამ ქვეყანას, არც თავიანთ ოჯახებს ეკუთვნიან, მათ ჰყავთ თავიანთი პატრონი, ჰყავთ მფარველები, აქვთ კონკრეტული ინტერესები, რომელიც, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობაში მოდის ქართველი ხალხის და ამ ქვეყნის ინტერესებთან”, - განაცხადა კალაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
Trump Tower Tbilisi – თბილისის წამყვანი დეველოპერები The Trump Organization-თან პარტნიორობით საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავენ