ირაკლი კობახიძე - 8 ნოემბერი რადიკალური ოპოზიციისთვის შავი დღე იყო - წყალში ჩაეყარათ მთელი ის გეგმები, რომლებსაც კანდიდატის სტატუსის საკითხს უკავშირებდნენ

8 ნოემბერი რადიკალური ოპოზიციისთვის შავი დღე იყო, წყალში ჩაეყარათ მთელი ის გეგმები, რომლებსაც ისინი კანდიდატის სტატუსის საკითხს უკავშირებდნენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, „ოპოზიციის წარმომადგენლები ამა წლის ნოემბერ-დეკემბერზეც დიდ იმედებს ამყარებდნენ, თუმცა ამ გეგმებს ცივი წყალი გადაესხა, როდესაც ევროკომისიამ კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა“.

„ჩვენ პირველად ვიკრიბებით მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა. მინდა, ყველას მოგილოცოთ ევროკომისიის ეს გადაწყვეტილება. მინდა, შეგახსენოთ, რომ საკმაოდ რთული ოცი თვე გამოვიარეთ მას შემდეგ, რაც საქართველომ ოფიციალური განაცხადი შეიტანა კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ამ ოცი თვის განმავლობაში, სამწუხაროდ, კიდევ უფრო მეტად გაღვივდა პოლარიზაცია. ამ საკითხს, რომელიც წესით გაერთიანების საფუძველი უნდა ყოფილიყო, ოპოზიცია პოლარიზაციის შემდგომი გაღვივებისთვის იყენებდა. ათასი ტყუილი ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ კანდიდატის სტატუსზე იყო მიბმული მილიარდობით დაფინანსება და ა.შ. ეს ყველაფერი ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა, ამ საკითხის გარშემო საზოგადოებაში ემოციები კიდევ უფრო მეტად გაეღვივებინათ. ეს იყო კლასიკური დეზინფორმაცია, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით ვრცელდება სწორედ იმისათვის, რომ პოლარიზაცია გაღვივებულიყო. ასევე შეგახსენებთ, რომ 12 პუნქტის შესრულების საბოტაჟი ხორციელდებოდა, იყო რევოლუციის მცდელობა, პირდაპირ გასული წლის ივნისში, თუმცა ყველა ეს მცდელობა, საბოლოოდ, წარუმატებლად დასრულდა. ოპოზიციის წარმომადგენლები ასევე ამა წლის ნოემბერ-დეკემბერზეც დიდ იმედებს ამყარებდნენ, თუმცა ამ გეგმებს ცივი წყალი გადაესხა, როდესაც ევროკომისიამ კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა. საბოლოოდ, ჩვენმა ბრძოლამ შედეგი გამიღო და დადებითი რეკომენდაცია უკვე გვაქვს. 8 ნოემბერი რადიკალური ოპოზიციისთვის შავი დღე იყო. წყალში ჩაეყარათ მთელი ის გეგმები, რომლებსაც ისინი კანდიდატის სტატუსის საკითხს უკავშირებდნენ.

დღეს სოციოლოგიური კვლევის შედეგები გამოქვეყნდა, რომლის მიხედვაც ოპოზიცია ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. „ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანებული რეიტინგი 20%-ია და ვერც ერთი სხვა პარტია ვერ ახერხებს ამ კვლევების თანახმად, ბარიერის გადალახვას. ეს კვლევები, შეგახსენებთ, რომ იქამდე ჩატარდა, ვიდრე ევროკომისია თავის დადებით რეკომენდაციას გამოაქვეყნებდა. რა თქმა უნდა, ეს პროცენტები კიდევ უფრო მეტად შემცირდება. სწორედ ეს ადარდებს რადიკალურ ოპოზიციას და ამიტომ მიიღეს ასე ტრაგიკულად ევროკომისიის რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. მე კიდევ ერთხელ მინდება შეგახსენოთ, როგორი ორმაგი სტანდარტი აქვს რადიკალურ ოპოზიციას: ისინი ამტკიცებდნენ, რომ სტატუსი იყო ხსნა, მილიარდები და ა.შ. დღეს კი ამბობენ, რომ სტატუსი თურმე არაფერი ყოფილა. აქედან ჩანს, რომ თუ როგორი ყალბი არიან ეს ადამიანები. დარწმუნებული ვარ, 15 დეკემბერს ევროპული საბჭო საბოლოდ დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, სტატუსს მოგვანიჭებს და ამისათვის განსაკუთრებული მადლობა, რა თქმა უნდა, ქართულ საზოგადოებას, ქართველ ხალხს ეკუთვნის, რომელმაც განსაკუთრებული სიბრძნე გამოავლინა მთელი ამ ოცი თვის განმავლობაში. არავის მისცა იმის საშუალება, რომ ეს საკითხი გამოყენებული ყოფილიყო ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ და პირიქით, სწორედ ხალხის სიბრძნის გამო, წყალობით მოგვენიჭება ჩვენ კანდიდატის სტატუსი 15 დეკემბერს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის