გიორგი ვაშაძე და თინა ბოკუჩავა ევროპარლამენტში შეხვედრებს მართავენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციის ლიდერებმა, თინა ბოკუჩავამ და გიორგი ვაშაძეევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მიიღეს მონაწილეობა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ინფორმაციით, შეხვედრის მთავარ საკითხებს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო გეგმები, რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევები, ენერგოუსაფრთხოება და ენერგოინფრასტრუქტურის შექმნა წარმოადგენდა. მათივე ცნობით, მხარეებმა, ასევე, რეგიონში ადამიანის უფლებების მდგომარეობა განიხილეს.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ცნობით, გიორგი ვაშაძე და თინა ბოკუჩავა, ასევე, ევროპარლამენტარებს - რასა იუკნევიჩიენესა და ანდრიუს კუბილიუსს შეხვდნენ, სადაც ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს. საქართველოს მეგობარმა ევროპარლამენტარებმა ევროინტეგრაციის გზაზე კვლავ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს.

ცნობისთვის, გიორგი ვაშაძე და თინა ბოკუჩავა ევროპარლამენტის სხვადასხვა ფრაქციაში, დეპუტატებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება