დავით სერგეენკომ პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე განცხადებით მიმართა

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დავით სერგეენკომ პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე განცხადებით მიმართა.

დავით სერგეენკოს განცხადება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტშია და მას კომიტეტი 16 ნოემბერს განიხილავს. საკითხი პლენარულ სხდომაზე, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას გავა.

ცნობისთვის, სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე პარლამენტმა რამდენიმე თვის წინაც იმსჯელა, რისი საფუძველი სერგეენკოს მიერ სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა გახდა, თუმცა უმრავლესობამ პარლამენტის შესაბამისი დადგენილება "ჩააგდო" და სერგეენკოს მანდატი შეუნარჩუნა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს