წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტი „ჰამასის“ მძევლების ოჯახის წევრებს შეხვდება

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტი, მირიანა სპოლარიჩი „ჰამასის“ მძევლების ოჯახის წევრებს შეხვდება, - ამის შესახებ ინფორმაციას წითელი ჯვარი ავრცელებს.

„მძევლების აყვანა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით აკრძალულია. ჩვენ ვაგრძელებთ მძევლების გათავისუფლების მოთხოვნას და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მათთან წვდომის უფლება მივიღოთ“, - განაცხადა სპოლარიჩმა.

„ჰამასის“ მძევლების ოჯახის წევრებს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტი, მირიანა სპოლარიჩი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ, ელი კოენთან და ჯანდაცვის მინისტრ, ურიელ მენაჰემ ბუსოსთან ერთად შეხვდება.

„მძევლების ოჯახები წარმოუდგენლად ამაღელვებელ დროში ცხოვრობენ და ვიცი, რა დიდ ტკივილს განიცდიან ისინი, ამიტომ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ მათ მხარს ვუჭერთ“, - აღნიშნა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება