ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი სამუშაო ვიზიტით ესპანეთში იმყოფება

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი სამუშაო ვიზიტით ესპანეთში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრა გაიმართა ვალენსიის თაღლითობასთან ბრძოლის სააგენტოს დირექტორ ჯოან ლინარეს გომესთან.

„შეხვედრაზე მხარეებმა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით თაღლითობასთან ბრძოლის სააგენტოს გამოცდილება და ძირითადი მიმართულებები განიხილეს. ასევე, საუბარი შეეხო ანტიკორუფციული ბიუროს პრიორიტეტულ მიმართულებებსა და სამომავლო გეგმებს. ყურადღება გამახვილდა საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის კუთხით არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე.

შეხვედრაზე მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობის მიზნით, მნიშვნელოვანი მიმართულებები და სამომავლო შესაძლებლობები განიხილეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: ენსელმ ბოდოქო არიბასი, სასწავლო ცენტრის უფროსი; ირენე ბრავო რეი, პრევენციის დეპარტამენტის უფროსი; გუსტავო ადოლფო სეგურა ჰუერტა, ანალიტიკისა და გამოძიების დეპარტამენტის უფროსი; მარია ტერეზა ლოპეს ფერერი, ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსი; ხოსე სანტიაგო ტორეს პრიეტო, Torres & Oliva Legal Advisory დირექტორი; ვასილ ბაბლუანი, ანტიკორუფციული ბიუროს მრჩეველი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება