გერმანული კონცერნი Rheinmetall-ი უკრაინას Leopard 1-ის 30 ტანკს მიაწვდის

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა და გერმანულმა კონცერნმა Rheinmetall-მა Leopard 1 სისტემების მიწოდებაზე ხელშეკრულება გააფორმეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ხელშეკრულება ითვალისწინებს Leopard 1 A5 ტიპის 25 მთავარი საბრძოლო ტანკის, 5 საევაკუაციო ჯავშანმანქანის და მძღოლის მოსამზადებლად განკუთვნილი 2 ტანკის მიწოდებას. კონცერნის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიწოდება 2024 წელს უნდა განხორციელდეს.

„გერმანიის მიერ დაფინანსებული და რამდენიმე მილიონი ევროს ღირებულების შეკვეთა ასევე მოიცავს ტრენინგს, ლოჯისტიკას, სათადარიგო ნაწილებს, ტექნიკურ მომსახურებას და სხვა დამხმარე მომსახურებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

კონცერნში აცხადებენ, რომ ამჟამად ქარხნებში Leopard 1 სისტემების კაპიტალური რემონტი მიმდინარეობს და ტანკებს გამოსაყენებლად ამზადებენ.

„2023 წლის ბოლოს - 2024 წლის დასაწყისში, უკრაინა ასევე მიიღებს Caracal-ის 5 საჰაერო სატრანსპორტო საშუალებას. გარდა ამისა, ნიდერლანდების და დანიის მთავრობების სახელით, მომავალ წელს ჯგუფი უკრაინას Leopard 2A4-ის 14 ტანკს მიაწვდის“, - აღნიშნულია მწარმოებლის განცხადებაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას