„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ნოემბერს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში საგურამო, ნატახტარი და მიმდებარე სოფლებში.
„11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში დოლიძის, ცამეტი ასურელი მამის, ცინცაძის, ტოიოტას ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.