ანა ბუჩუკური - „ოცნებამ“ პრეზიდენტის განცხადების რადიკალური ინტერპრეტაცია მოახდინა

„ოცნებამ“ პრეზიდენტის განცხადების რადიკალური ინტერპრეტაცია მოახდინა და ეს მასზე თავდასხმისთვის გამოიყენა - ზურაბიშვილმა თავის განცხადება განმარტა, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კარგია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიზანშეწონილად ჩათვალეს ჩინეთის ელჩთან შეხვედრა.

"საქართველოს ისეთი მტერი, როგორიც პუტინია, ნამდვილად არ ჰყავს და ერთ სიბრტყეში ვერ განვიხილავდი, ვინც არ უნდა იყოს. როგორც იურისტი გეტყვით, რომ პუტინი ოფიციალურად და სამართლებრივად არის გამოცხადებული, როგორც ომის დამნაშავე. სალომე ზურაბიშვილმა როგორც ვიცი, უკვე განმარტა თავის პოზიცია, თუკი ჩათვალა, რომ რაღაც დიპლომატიური უხერხულობა იყო, მან რეაგირება მოახდინა, რაც კარგია. ფაქტია, მან ჩათვალა, უნდა შეხვედროდა დიპლომატიურ წარმომადგენელს. პუტინისნაირი მტერი ჩვენს ქვეყანას არ ჰყავს, ეს არ აღიქვათ ისე, რომ თითქოს მას ერთ სიბრტყეზე ჰყავს დაყენებული. შეიძლება ინტერპრეტაცია მოხდა (მისი განცხადების) ყოველ შემთხვევაში "ოცნებას" რომ რადიკალური ინტერპრეტაცია აქვს გაკეთებული, ეს ფაქტია, ეს გამოიყენეს პრეზიდენტზე მორიგ ჯერზე თავდასხმისთვის. თავად სალომე ზურაბიშვილმა მიზანშეწონილად ჩათვალა დიპლომატთან შეხვედრა და აბსოლუტურად გასაგებია ეს ჩემთვის", - განაცხადა ბუჩუკურმა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა დღეს საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა, რომ ტელეკომპანია LCI-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პასუხში არანაირი ფორმით არ ყოფილა მინიშნება საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე ან კონკრეტულად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტზე და „პრეზიდენტის პასუხი შეეხებოდა მხოლოდ იმ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები“.

იქამდე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ LCI-სთან ინტერვიუში ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, იმედოვნებს თუ არა, რომ პუტინი და ასევე, სი ძინ პინი ოდესმე გასამართლდებიან, უპასუხა, რომ ეს მისი შინაგანი რწმენით ისტორიული შედეგი იქნებოდა, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა. „თუ მეკითხებით, ვფიქრობ, რომ ეს რეალისტურია?- არა", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება