თბილისის №150 ბაგა-ბაღის შენობაზე გიორგი შარვაშიძის მემორიალური დაფა გაიხსნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, თბილისის №150 საჯარო ბაგა-ბაღის შენობაზე საზოგადო მოღვაწისა და ტფილისის გუბერნატორის, გენერალ გიორგი შარვაშიძის მემორიალური დაფა გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ნანა გაბელია დაესწრნენ.

მთავრობის თავმჯდომარემ ბაგა-ბაღის ისტორიული შენობა დათვალიერება, რომელშიც გიორგი შარვაშიძე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.

ასევე, რუსლან აბაშიძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და გიორგი შარვაშიძის დამსახურების შესახებ ისაუბრა.

„ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა 150-ე ბაგა-ბაღის დირექტორი მზია მეტრეველი, ასევე ქართული ჰერალდიკის სახლის ხელმძღვანელი ასმათ შარვაშიძე, რომელმაც გიორგი შარვაშიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის საზოგადოებისთვის დღემდე უცნობ ფაქტებზე ისაუბრა.

ღონისძიების ბოლოს, აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლმა „შავნაბადამ“ სიმღერა შეასრულა.

ღონისძიებას თბილისის მერიისა და საკრებულოს, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება