თინათინ ნიბლოშვილი  საკრებულოში  სტუდენტებს შეხვდა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელი თინათინ ნიბლოშვილი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა, სტუდენტებს საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზი, დიმიტრი ყიფიანის სახელობის სხდომათა დარბაზი, ანბანის სკვერი დაათვალიერებინა და საკრებულოს შენობის ისტორიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„შეხვედრის ფარგლებში თინათინ ნიბლოშვილმა სტუდენტებს პრეზენტაციის სახით თბილისის საკრებულოსა და გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, ასევე დედაქალაქის მართვის პროცესში საკრებულოს საქმიანობასა და მის ფუნქციებზე ესაუბრა.

შეხვედრაზე სტუდენტებთან საუბრისას იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან ჟორჟოლიანმა, ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებებსა და სამართლებრივ საკითხებზე, ასევე მუნიციპალიტეტის მუშაობისა და თვითმმართველობის როლზე.

დღესვე შეხვედრაზე საკრებულოს დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ სტუდენტებს თვითმმართველობის მნიშვნელობაზე, საკრებულოს ფუნქცია-მოვალეობებისა და სტაჟირების პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. სტუდენტების შეკითხვები მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მოქალაქეების ჩართულობას და სხვადასხვა პროექტის განხორციელებას ეხებოდა.

დღევანდელი შეხვედრა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებთან გაიმართა, რომლის ინიციატორიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი გიორგი ფარეშიშვილი იყო”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში