პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ახალი კანონით გათვალისწინებული სიახლეების გაცნობის მიზნით კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ახალი კანონით გათვალისწინებული სიახლეების გაცნობის მიზნით სექტორულ შეხვედრებს აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაიმართა.

„შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ოთარ ჩახუნაშვილმა გახსნა. კანონით გათვალისწინებული ძირითადი სიახლეები კერძო კომპანიების წარმომადგენლებს კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჯაველიძემ და სამსახურის სხვა თანამშრომლებმა გააცნეს.

კერძო კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ დეტალურად გაცნობოდნენ ყველა იმ ცვლილებას, რომელთა ძირითადი ნაწილიც, ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ, 2024 წლის 1 მარტიდან შედის ძალაში. მათ შორის, მონაცემთა დამუშავების განახლებული საფუძვლები, პრინციპები, მონაცემთა სუბიექტის უფლებები, პროფაილინგი, პორტირება, აუდიო და ვიდეომონიტორინგი მონაცემთა დაცვის ზეგავლენის შეფასება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, ჯარიმების ცვლილება და სამსახურის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა, ინციდენტი და სამსახურისთვის მისი შეტყობინების ვალდებულება და ა.შ.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. კერძო კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, კონკრეტული ქეისების მაგალითებზე, მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები განეხილათ და კითხვებზე პასუხები მიეღოთ. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ კანონის იმპლემენტაციის პროცესში, დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, მსურველებს, სატელეფონო ან პირისპირი კონსულტაციები გაუწიონ.

კერძო სექტორთან გამართულ შეხვედრაზე დასწრება წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე, ნებისმიერი მსურველისთვის იყო შესაძლებელი. სექტორულ, საჯარო შეხვედრებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში