„Web Summit 2023“-ზე „აწარმოე საქართველოში" და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს სტენდი მოეწყო

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება - Web Summit 2023 გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამიტზე, სადაც მთელი მსოფლიოს ტექნოლოგიური კომპანიები იყრიან თავს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ორგანიზებითა და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული კომპანიები საქართველოს სტენდზე არიან წარმოდგენილნი.

„სახელმწიფოს მხარდაჭერით, სამიტზე წარსდგებიან, როგორც საერთაშორისო სტატუსის მქონე ქართული IT კომპანიები - LineAte, Making Science •Sweeft, DevExperts, Leavingstone, Redberry, ისე ქართული სტარტაპები: Agronnect, Artisio, QuickShipper, OMOFOX, Datamind, Kernel და სხვა.

სამიტზე საქართველოს წარმოსაჩენად, Web Summit 2023-სთვის შემუშავდა ქართული სტენდის კონცეფცია და დიზაინი. საქართველოს სტენდზე, თემატურ ზონებში 5 ქართული ტექნოლოგიური კომპანიაა წარმოდგენილი, რომლებიც სამიტის ვიზიტორებს თავიანთ სერვისებს შესთავაზებენ.

ქართული სტარტაპები კი, მათთვის სპეციალურად გამოყოფილ საპრეზენტაციო სივრცეში გამართავენ B2B შეხვედრებს და პრეზენტაციებს პოტენციური ინვესტორებისა და სამიზნე პარტნიორებისთვის.

„ვებ სამიტის“ ფარგლებში, ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში - „Innovate or regulate".

საერთაშორისო მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ WEB სამიტში მონაწილეობა ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც IT სერვისების მიმწოდებელი ქვეყნის პოზიციონირებას, ხელსაყრელი საგადასახადო და სხვა მხარდამჭერი მექანიზმების წარმოჩენით.

Web Summit 2023-ს 160 ქვეყნიდან 70 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრება, სამიტზე 800 სპიკერი და 2 600-ზე მეტი სტარტაპია დარეგისტრირებული. ღონისძიებას აქტიურად აშუქებს გავლენიანი საერთაშორისო მედია: CNN, New York Times, Bloomberg, Business Insider, Politico, BBC, Financial Times და სხვა“,- ნათქვამია ინორმაციაში.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს