ანონსი 15 ნოემბერი

15 ნოემბერს, 10:30 საათზე, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელი ახალგაზრდა ლიდერები და ქალი პოლიტიკოსები ინტერპარტიული საბჭოს გენერალურ ასამბლეაზე ერთობლივი მუშაობის შედეგებს წარადგენენ.

მის: თავისუფლების მოედანი # 4 (სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი“)

15 ნოემბერს, 10:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, პია კაუმასთან შეხვედრას გამართავს.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

15 ნოემბერს, 11:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა ბრიფინგს გამართავს.

თემა: „ნათია თურნავამ სანქცირებული პირების მიერ დაფუძნებულ კომპანიას საბანკო საქმიანობის ლიცენზია მისცა“.

მის: კახეთის გზატკეცილი #45

საკონტაქტო: ანუკა გაბელია - 551 633 644

15 ნოემბერს, 11:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმას მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ

B კორპუსი, II სართული (ბიუროს ოთახის წინ)

15 ნოემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე, ვახტანგ იობაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: „საწვავის ბაზარზე არსებული ვითარება: ნავთობის ფასების კლების ტენდენცია საერთაშორისო ბაზრებზე და გავლენა საქართველოზე. პროგნოზი ფასებთან დაკავშირებით“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

15 ნოემბერს, 11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

15 ნოემბერს, 11:50 საათზე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ სამხარაძის ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, პია კაუმასთან შეხვედრა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

15 ნოემბერს, 12:00 საათზე, „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიასა და „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება.

თემა: mona.ge-ზე განსათავსებელ ახალი სია. მის: ლუარსაბ შარაშიძის 5 (ფიქრის გორა).

15 ნოემბერს, 12:00 საათზე, საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

15 ნოემბერს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი გაიმართება.

15 ნოემბერს, 14:30 საათზე, ISFED-ის ფორუმი - „სკოლების (დე)პოლიტიზება - გამოწვევები და გადაჭრის გზები“ გაიმართება.

მის: ნინოშვილის 8 (ფაბრიკა)

საკონტაქტო: მარიამ მაღულარია - 595 51 94 51

15 ნოემბერს, 16:00 საათზე, „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერილი პროექტის „ქალები ჯანსაღი გარემოსთვის“ ფარგლებში, დისკუსია „მიმდინარე გარემოსდაცვითი ბრძოლები საქართველოში“ გაიმართება.

მის: ლადო ასათიანის ქ.62 („ფრონტლაინი“)

15 ნოემბერს, 17:00 საათზე, საქართველოში ევროპის საბჭოს ორგანიზებით, თანასწორობის კვირეულის გახსნის ღონისძიება გაიმართება.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ: ნატალია ვუტოვა, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი; ბერგლიოტ ჰოვლანდი, ნორვეგიის სამეფოს ელჩი საქართველოში და მელინე არაკელიანი, ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში.

საკონტაქტო ტელ: +995 599 34 24 34 ქეთევან სახელაშვილი

15 ნოემბერს 17:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძარში, სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 20 იდენტიფიცირებული პირის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო