ჯო ბაიდენი - მჯერა, რომ “ჰამასის” მძევლების გათავისუფლება მოხდება

მჯერა, რომ “ჰამასის” მძევლების გათავისუფლება მოხდება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში რეპორტიორებთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, “ჰამასის” მიერ 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის შედეგად აყვანილი მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმება შესაძლებელია მიღწეულ იქნას.

“ყოველ დღე ვესაუბრები ამაში ჩართულ ხალხს. მჯერა, რომ ეს მოხდება, მაგრამ დეტალებში შესვლა არ მინდა”, - განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მძევლების ოჯახებისთვის, რომლებიც ახლობლების შესახებ ახალ ამბებს ელიან, მისი მესიჯია: “გაძელით, ჩვენ მოვდივართ.”

ლევან ლორთქიფანიძე - რიგითი მოქალაქეების პოლიტიკურ ხაფანგში აღმოჩენაზე მთავარ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ ვაკისრებ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
GEMS School Management საქართველოში შემოდის - Omnia Isani-ში საერთაშორისო სკოლა გაიხსნება