იაგო ხვიჩია - ბარიერის გადალახვის პრობლემა არ გვაქვს - ქართველი ხალხი მოახერხებს, რომ მათი სახელით პარლამენტში ვიყოთ

ჩვენ ბარიერის გადალახვის პრობლემა არ გვაქვს - საჭიროებამ შეიძლება მოიტანოს, რომ რაღაცაში გავერთიანდეთ, მაგრამ ბარიერის გადალახვის მიზნით არ გავერთიანდებით, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თვლის, რომ გაზაფხულზე გარკვეული იქნება, რომ „გირჩს“ ბარიერის გადალახვის პრობლემა არ აქვს.

რაც შეეხება „გორბის“ კვლევებს - როგორც ხვიჩია აღნიშნავს, მისი პარტია „გორბის“ კვლევებს ყურადღებას არ აქცევს.

„მხოლოდ ბარიერის გადალახვის მიზნით გაერთიანება არ მოგვწონს, ჩვენ არ გვიხდება, ჩვენთვის არ არის სერიოზული. ჩვენ დიდი ხანია პოლიტიკაში ვართ. კი, რესურსები არ გვაქვს, გვებრძვიან, მედია გვბლოკავს და მთელი ამბავი, მაგრამ ჩემი აზრით, ადამიანებს შეუძლიათ ჩვენი შემჩნევა და რაღაც თვალსაზრისით, მე ველი იმ მხარდაჭერას, რომ რა ბარიერიც არ უნდა დააწესონ, ქართველი ხალხი მოახერხებს იმას, რომ ჩვენ მათი სახელით პარლამენტში ვიყოთ“, - აღნიშნა ხვიჩიამ.

როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, თუ გვინდა, რომ საქართველოში რამე შეიცვალოს „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთად 50%-ზე მეტი არ უნდა აიღოს.

„მე რომ ვიძახდი, ესენი შეკრულები არიან-მეთქი, რამდენი ხანი გავიდა მის მერე? აზრი კი არ შემცვლია, უბრალოდ, მიშა რომ ციხეში ზის, ეს უბნევს ადამიანებს თავგზას, დანარჩენი რა ეტყობათ ამ ხალხს, რომ რომ დასჭირდებათ ერთმანეთთან ბოლომდე არ ითანამშრომლებენ? მაგალითები არ გვქონდა ამასთან დაკავშირებით თუ რა?!

ამოცანა ის კი არ არის, რომ ვიღაცის გადაგდებაში ვითანამშრომლოთ, ამოცანა მდგომარეობს იმაში, რა გვინდა, მართლა რისთვის მოვედით პოლიტიკაში, რაღაც მიზნები ხომ გვაქვს? ამ მიზნების მიღწევაში დავეხმაროთ ერთმანეთს. ჩემი მიზანი არ ყოფილა ბიძინას გადაგდება, ან მიშას გადაგდება, ან ვინმეს მოყვანა, ან ვინმეს წაყვანა, [არამედ] კონკრეტული საქმეები კეთება. იმისთვის, რომ ეს არსებული „ქოც-ნაცური“ წესრიგი შეიცვალოს, სანტა-ბარბარა მორჩეს, ამისთვის საჭიროა, რომ ეს ხალხი 50%-ზე ქვემოთ იყვნენ. მოგების გზა მგონია ის, რომ ჩვენ საქმეზე უნდა შევთანხმდეთ და არა იმაზე, რომ მოდი შევთანხმდეთ, ბიძინა გადავაგდოთ“, - განაცხადა ხვიჩიამ.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა