სტუ-ში, Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის კვირეულის ფარგლებში, ოსტრავას ტექნიკური უნივერსიტეტის ინჟინერიის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი შეხვედრებს მართავს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის კვირეულის ფარგლებში, ვიზიტით მყოფი ოსტრავას (ჩეხეთი) ტექნიკური უნივერსიტეტის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ჯირი პოკორნი, ამავე ფაკულტეტის პროფესორ-ასისტენტი მარეკ სმეტანა და პროფესორი ვერონიკა მეკა, სტუ-ის სამთო გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს საერთაშორისო ურთიერთობებისა და მეცნიერების დარგში ნინა მაისურაძეს და შრომის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის უფროსს, პროფესორ ნინო რატიანს შეხვდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ: სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ანზორ აფშილავა, ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები მარიკა ზვიადაძე და ნინო ჟიჟილაშვილი, ოსტრავას ტექნიკური უნივერსიტეტის ინჟინერიის ფაკულტეტის წარმომადგენლებმა ოთხი პრეზენტაცია - „კრიზისების მართვა“, „სახანძრო უსაფრთხოება“, “სამოქალაქო თავდაცვა“, „ვირტუალური რეალობა და მოდელირება უსაფრთხოებაში“, წარადგინეს.

სტუ-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის პროფესორმა ომარ ლანჩავამ განსახილველად წარადგინა პრეზენტაცია თემაზე: „გვირაბის ხანძრის დროს ჩახშობის ეფექტის შესწავლა’’. სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანის მოადგილის, პროფესორ ნინა მაისურაძის თქმით, ჩეხ კოლეგებთან შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა. სტუმრებმა კოლეგები ოსტრავას ტექნიკურ უნივერსიტეტში მიიწვიეს. ვიზიტის ფარგლებში, ჩეხმა სტუმრებმა სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სასწავლო ლაბორატორიები და მუზეუმები დაათვალიერეს. ინფორმაციისთვის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს ჩეხეთის რესპუბლიკის ჰრადეც კრალოვეს და ტექნიკურ უნივერსიტეტებთან, ჩეხეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის თეორიული და გამოყენებითი მექანიკის ინსტიტუტთან, ოსტრავას ტექნიკური უნივერსიტეტსა და ბრნოს მენდელის უნივერსიტეტთან.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება