საპენსიო სააგენტო სკოლებში საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს

საპენსიო სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს „ფინედუსთან“ და პრაქტიკულად ყველა აქტივობაში ერთვება.

საპენსიო სააგენტოს ცნობით, კამპანიები ძირითადად ფინანსური განათლების გაღრმავებას ეხება და ყველა ასაკობრივ ჯგუფს მოიცავს.

„მსოფლიო 31 ოქტომბერს დაზოგვის დღე აღინიშნება, რომელსაც საქართველო უკვე მეთორმეტედ შეუერთდა. ამ დღის აღსანიშნად, დაიწყო „ფინედუს“ ყველაზე მოთხოვნადი პროექტი #მოიწვიეფინედუკლასში. წლევანდელი კამპანიის ფარგლებში ფინედუს დესპანებმა, რომელთა შორისაც ამჯერად ჩართული იყო საპენსიო სააგენტოს ინვესტიციების ანალიტიკოსი გიგა ნოზაძეც. გიგამ 147-ე სკოლის მე-8 კლასელებს ტრენინგი ჩაუტარა, მათ კითხვებს უპასუხა და ფულის დაზოგვის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

სულ კამპანიის ფარგლებში, 300-მდე სკოლის 6,500-მდე ბავშვს ჩაუტარდა სახალისო და ინტერაქტიული გაკვეთილი და ბავშვებთან ერთად იმსჯელეს დაზოგვის მნიშვნელობასა და სარგებლიანობაზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს