Forbes-ი საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას ამზადებს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გამოცემის Forbes USA -ს ჟურნალისტს რაჰიმ რაბიმოვს მასპინძლობს.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, პრესტურის ფარგლებში გამოცემის წარმომადგენელი საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვრცელ სტატიას - Artisanal Heritage of Georgia ამზადებს.

„ტურის ფარგლებში Forbes-ის ჟურნალისტმა თბილისის ისტორიული უბნები, ქუთაისი, საჩხერე, ხარაგაული, ბაღდათი მოინახულა, გაეცნო ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს. იმერეთში მოგზაურობის შემდეგ რაჰიმ რაბიმოვი აჭარას ეწვია, სადაც ბათუმი, გონიო, აჭარისწყალი და დანდალო დაათვალიერა.

Forbes-ის ჟურნალისტი სტატიას საქართველოს ტურისტული ადგილების, ქართული კულტურის, კულინარიასა და ღვინის შესახებ ამზადებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს