ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი ანდალუსიის თაღლითობასთან ბრძოლის ოფისის დირექტორს შეხვდა

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი, ანდალუსიის პარლამენტში, ანდალუსიის თაღლითობასთან ბრძოლის ოფისის (OAAF) დირექტორს რიკარდო პუიოლ სანჩენს შეხვდა.

ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ანდალუსიის თაღლითობასთან ბრძოლის ოფისის სტრუქტურა და ძირითადი მიმართულებები განიხილეს. ასევე, ყურადღება დაეთმო საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს სტრატეგიული ამოცანების გაცნობასა და შემდგომი თანამშრომლობის მიზნით, მნიშვნელოვანი მიმართულებებისა და სამომავლო შესაძლებლობების განხილვას.

„შეხვედრაზე აღინიშნა ანტიკორუფციული ბიუროს ევროპული კეთილსინდისიერებისა და მხილების უწყებათა ქსელში (NEIWA) ჩართვის შესაძლებლობა.

ევროპული კეთილსინდისიერებისა და მხილების უწყებათა ქსელი (NEIWA) 2019 წელს ჰააგაში დაარსდა, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების „კომპეტენტურ ორგანოებს“ აერთიანებს. ქსელში გაწევრიანებული უწყებები ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ და სტრატეგიულ დონეზე.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: მანუელ პერეს პინასი, დირექტორის მოადგილე იურიდიულ საკითხებში; ლუისა ვის გალვანი, დირექტორის მოადგილე გამოძიებისა და ინსპექტირების საკითხებში; ხოსე მარია მარტინეს გარსია, კადრების უფროსი; ხოსე სანტიაგო ტორეს პრიეტო, Torres & Oliva Legal Advisory დირექტორი; ვასილ ბაბლუანი, ანტიკორუფციული ბიუროს მრჩეველი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ვეთანხმები მოსაზრებას, რომ დღეს არსებული ოპოზიციური ისტებლიშმენტი და პოლიტიკური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება
Acıbadem-ის გლობალური სამეცნიერო ძალა: სამი წამყვანი ექიმი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მეცნიერთა შორის
აპლიკაცია SilkGo და ვიდეოპორტალი Myvideo გაერთიანდა
სასტუმრო „ტელეგრაფის“ ახალი სივრცე „Network Lounge by Silknet“ პირველ გამოფენას მასპინძლობს