დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-15 კილომეტრზე საფეხმავლო ხიდი მოეწყო

საბურთალოს რაიონში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-15 კილომეტრზე, მაღალაძეების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე საფეხმავლო ხიდი მოეწყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მანამდე ავარიულობის გამო საფეხმავლო ხიდზე გადაადგილება აკრძალული იყო.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებობდა ძველი საფეხმავლო ხიდი, რომელიც აბსოლუტურად უსარგებლო და სახიფათო იყო. განხორციელდა ზემოთ ხსენებული ხიდის დემონტაჟი, შენარჩუნდა მხოლოდ ბურჯები, რომელიც გამაგრდა, დამონტაჟდა ლითონის კონსტრუქცია და მოაჯირები; მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და გარე განათების ქსელი LED სანათებით. ასევე, მოწესრიგდა ხიდამდე მისასვლელი გზები. პირველად დაიგო ამ ტერიტორიაზე ასფალტი. დღეს უკვე შესაძლებელია მოსახლეობამ ისარგებლოს უსაფრთხო, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში