სერგო ჩიხლაძე - გამორჩეულ პრორუს პოლიტიკოსად ჩამოყალიბდა ჩვენი ერთ დროს კარგი ფეხბურთელი, კახა კალაძე - კობახიძეც კი არ აკეთებს ისეთ განცხადებებს, როგორსაც კალაძე

კახა კალაძე გამორჩეული პრორუსია თავის კორუფციულ სკანდალებთან ერთად, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ევროკომისიის რეკომენდაციები ხელისუფლების შეცვლისა და პროდასავლური კოალიციური მთავრობის მოსვლის შემდეგ შესრულდება.

„პირდაპირ ვიტყვი, რომ ცხრავე დათქმა შესრულდება 2024 წლის არჩევნების შემდეგ. არჩევნებამდე არ მაქვს იმედი, რომ „ქართულ ოცნებას“ რამე მიმართულებით წინსვლა ექნება იმიტომ, რომ ჩვენ რასაც ვხედავთ, თითოეულ პუნქტზე უკვე უარს ამბობს „ქართული ოცნება“. ჩვენ მოვისმინეთ კალაძის და სხვების განცხადებები, რომ რუსეთი კი არა, ოპოზიციაა საქართველოს მტერი და საერთოდ არ ვითანამშრომლებთო. სამწუხაროდ, გამორჩეულ პრორუს პოლიტიკოსად ჩამოყალიბდა ჩვენი ერთ დროს კარგი ფეხბურთელი, კახა კალაძე. გამორჩეული პრორუსია თავის კორუფციულ სკანდალებთან ერთად, მაგრამ კორუფციას ვინღა დაეძებს, როცა პრორუს პოლიტიკოსად ჩამოყალიბდები. კობახიძეც კი არ აკეთებს ასეთ განცხადებებს, როგორსაც კალაძე. უკვე აცხადებენ, არ ვითანამშრომლებთ, არ ჩავრთავთ არავის პროცესშიო“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

გარდა ამისა, მან „იმედის“ დაკვეთით „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს კვლევა რეალობას არის აცდენილი.

„რაც შეეხება “გორბის“ კვლევებს, მართლაც „ქართული ოცნების“ ზღაპრებია ეს იმიტომ, რომ ჩვენ „ქართული ოცნების“ არაერთი კვლევა გვინახავს. ეს აბსოლუტურად აცდენილია რეალობას. დაეწერათ 75%, მათგან რა მიდის? ყველა სხვა კვლევა „ედისონ რისერჩის“ თუ IRI-ს აჩვენებს, რომ ჯამურად, ოპოზიცია მეტ ხმას აგროვებს. ახლა მთავარია, როგორ მოხდება ამის გადათარგმნა რეზულტატებში“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია