თავდაცვის სამინისტრო კერძო სექტორთან ინტენსიურ თანამშრომლობას აგრძელებს

თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვისა და დაფასების პოლიტიკის ფარგლებში კერძო სექტორთან თანამშრომლობას აფართოებს.

ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ამ მიზნით, თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტი სხვადასხვა კომპანიასთან, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქტიურად თანამშრომლობს და მოლაპარაკებებს აწარმოებს.

„თავდაცვის სამინისტროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები კიდევ 11 ორგანიზაციასთან გაფორმდა. დოკუმენტებს ხელი მოაწერეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუბუნაურმა და ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. მინისტრის მოადგილემ მათ ქართული ჯარის მხარდაჭერისა და პროდუქტიული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

აღნიშნულ კომპანიებთან თანამშრომლობა სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს, ასევე უწყებაში დასაქმებულ სამოქალაქო პირებს შემეცნებით-საგანმანათლებლო, სამკურნალო-სარეაბილიტაციო თუ სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებებში უფასო და შეღავათიანი მომსახურებით სარგებლობის მრავალფეროვან შესაძლებლობას აძლევს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რა ზეწოლაც არ უნდა განახორციელოს კრემლმა ფაშინიანზე, ცხადი ისაა, რომ ფაშინიანი სომხეთში ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში შეინარჩუნებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს
„ვისოლმა“ „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური ამბროლაურშიც გახსნა