საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ვიზიტით დანიის სამეფოს ეწვევა

16 ნოემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ვიზიტით დანიის სამეფოს ეწვევა.

ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

საგარეო უწყების ცნობით, ილია დარჩიაშვილი შეხვედრას გამართავს დანიელ კოლეგასთან ლარს ლოკე რასმუსენთან.

„შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერება ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის პოლიტიკურ და განვითარების სფეროში გაძლიერებული თანამშრომლობის შესახებ.

ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდება დანიის პარლამენტის საგარეო პოლიტიკის, საგარეო ურთიერთობებისა და ევროპულ საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება